აღმოაჩინე დივანი

ცხოვრების ყველა ეტაპზე

„ბლოკის“ ყველაზე დიდი უპირატესობა ის არის, რომ საშუალებას გაძლევთ იდეალურად მოერგოთ თქვენთვის სასურველ გარემოს. არ აქვს მნიშვნელობა საცხოვრებელი ფართს მოაწყობთ სტუდიოს ბინაში, სასტუმროში თუ ოფისში. მისი მოსახერხებელი ზომა იძლევა მაქსიმალური მანევრირების საშუალებას. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ზედაპირის მასალა და ფერი თქვენი სურვილის მიხედვით. თუ გსურთ ინტერიერი მშვიდ ფერებში მოაწყოთ, გამოიყენებთ მონოქრომული ფერის ზედაპირს და თუ გიზიდავთ ექსპერიმენტები და მრავალფეროვნება, ჩვენ დაგეხმარებით მის შეღებვაში და ტექსტილთან თამაშში. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ზედაპირი სეზონის მიხედვით, შეინახოთ ფუმფულა მასალები ცივ დღეებში და გამოიყენოთ თხელი, გრილი ცხელი დღეებისთვის. შესაძლოა კედლის ფერის შეცვლა ან ინტერიერის სტილის შეცვლა გსურს, ამ შემთხვევაში მასიური ავეჯის ცვალებადი ზედაპირი თქვენთვის დიდი უპირატესობა იქნება. ჩვენი მიზანია მივცეთ მაქსიმალური თავისუფლება თქვენს ნებას და დაგეხმაროთ თქვენს სივრცეში საკუთარი თავის გამოხატვაში. თუ თქვენი თვალსაზრისი შეიცვლება, “ბლოკი” გარდაიქმნება თქვენთან ერთად.

ცხოვრების ყველა ეტაპზე

“ბლოკის” გადაადგილება უმარტივესი იქნება თქვენთვის, იმ შემთხვევაში თუ სურვილი გაქვთ აჩუქოთ თქვენთვის საყვარელ ადამიანებს ან საცხოვებელ ადგილს ხშირად იცვლით. დროთა განმავლობაში შეგიძლიათ დაამატოთ “ბლოკები” ერთმანეთს, სანამ თქვენთვის სასურველ ფორმას და ზომას არ მიიღებთ. მსგავსი ტიპის ავეჯი შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი კომფოტის მოწყობაში მაქსიმალურად იყოთ ჩართული და თქვენს სივრცეს ძალიან მარტივად მოარგოთ. “ბლოკებით” აწყობილი დივანი ყოველთვის უპასუხებს თქვენს მოთხოვნილებებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენი ცხოვრების სტილი იცვლება, თქვენი სამეგობრო, ოჯახი იზრდება ან თქვენი საცხოვრებელი ფართოვდება მისი მორგება თქვენს საჭიროებებზე არ გაგიჭირდებათ. კარკასი მზადდება ხისგან, რაც “ბლოკის” მდგრადობას უზრუნველყოფს; ფაფუკი ღრუბელი კი მის სიფუმფულეზე იქნება პასუხისმგებელი.

გაიმარტივე

ძალიან გვინდა მასიურ ავეჯთან დაკავშრებული სტერეოტიპები დაგიმსხვრიოთ: ძნელია მისი გადაადგილება! უამრავ უსიამოვენბასთანაა დაკვშრებული მისი ზედაპირის წმენდა! ძვირადღრებულია და ხშირად ვერy. გამოცვლი!! ჩვენი “ბლოკი” რაც შეიძლება მარტივად, ზედმეტი გართულების გარეშე მოაღწევს თქვენამდე და გაგიხალისებთ, ამოგინათებთ ინეტრიერს, მისი შეტანა შენობაში ყველა ზომის კარიდანაა შესაძლებელი, ის პრობლემას არც კიბეზე და არც ლიფტში არ შეგიქმნით. ზედაპირი დაგესვარათ? Მოხსენით ელვით მარტივად და გარეცხეთ სარეხც მანქანაში; ის ისეთივე სუფთა იქნება როგორც თავიდან იყო. ზედაპირი კი გამოცვალეთ როცა გინდათ, მოარგეთ შენს გემოვნებას და ინტერესებს.

შეიძინე კატეგორიის მიხედვით

ჩვენი მეგობარი კომპანიები